გლდანის რაიონში, მუხიანის აგარაკებზე, საგზაო სამუშაოების მორიგი ეტაპი სრულდება.
რეაბილიტაციის ფარგლებში ხვანჭკარის ქუჩაზე უკვე მოეწყო სანიაღვრე და წყალარინების ქსელები და დაიგო ასფალტის ახლა საფარი. მანამდე, მუხიანის აგარაკებზე არსებული რამდენიმე ქუჩის რეაბილიტაცია განხორციელდა. ახლა სამუშაოები დასახლების სხვა ქუჩებზეც გაგრძელდება. ამ ტერიტორიაზე მოსახლეობა მოუწესრიგებელი ინფრასტრუქტურის პირობებში ათწლეულების განმავლობაში ცხოვრობდა.