საგუნდო მუსიკის კონცერტი

ვანო სარაჯიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო კონსერვატორიაში საგუნდო მუსიკის კონცერტი გაიმართა. ღონისძიება კონსერვატორიის აკადემიური გუნდის დირიჟორობის მიმართულების კათედრის 90 წლის იუბილეს მიეძღვნა. კონცერტზე თბილისის გოგონათა გუნდმა, მოსწავლე-ახალგაზრდობის ეროვნული სასახლის ახალგაზრდულმა კაპელამ და თბილისის ქალთა გუნდმა ქართული საგუნდო მუსიკის ნიმუშები და დასავლეთევროპელ კომპოზიტორთა ნაწარმოებები შეასრულეს. კონცერტს საქართველოს კულტურის მინისტრი  დაესწრო. კულტურის სამინისტროს ინფორმაციით, თინათინ რუხაძემ საგუნდო კათედრას საიუბილეო თარიღი მიულოცა და თბილისის ქალთა გუნდს, კულტურის სამინისტროს სახელით, ფინანსური მხარდაჭერა აღუთქვა.