საგუნდო კოლექტივების ეროვნული კონკურსი თბილისში

თბილისი საქართველოს ბავშვთა და ახალგაზრდული საგუნდო კოლექტივების ეროვნული კონკურსს მასპინძლობს. ღონისძიების მიზანი, აკადემიური საგუნდო სიმღერისა და ქართველი კომპოზიტორების შემოქმედების პოპულარიზაცია, ეროვნული სასიმღერო ტრადიციების დაცვა და საგუნდო კოლექტივების მხარდაჭერაა. პროექტის მონაწილეები ერთმანეთს აკადემიურ საგუნდო და ქართულ ხალხურ სიმღერაში, ასევე ქართულ გალობაში ეჯიბრებიან. კონკურსი მეხუთედ ტარდება. გამარჯვებული 2 ივნისს გამოვლინდება.