2026 წლის ხუთ თვეში საქართველოდან ექსპორტზე სამი მილიარდი დოლარის ღირებულების პროდუქტი გავიდა, ეს მაჩვენებელი, წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით თითქმის 20 %-ით მეტია. ინფორმაციას სტატისტიკის ეროვნული სამსახური აქვეყნებს. 2 %-მდე შემცირდა იმპორტი და მისმა მოცულობამ 7 მილიარდი დოლარი შეადგინა. უარყოფითი სავაჭრო ბალანსი კი 40.4 %-ის დონეზე დაფიქსირდა.