საგარეო ვაჭრობის მაჩვენებლები

18:35, 13.01.2026

2025 წელს, საქართველოში საქონლით საგარეო სავაჭრო ბრუნვა, წინა წელთან შედარებით, 10,1 %-ით გაიზარდა და 25 მილიარდ 816 მილიონი დოლარს მიაღწია. ინფორმაციას სტატისტიკის ეროვნული სამსახური აქვეყნებს. აქედან, ექსპორტი 11.2 %-ით, 7 მილიარდ 291 მილიონ დოლარამდე გაიზარდა, იმპორტი კი 18 მილიარდ 525 მილიონი დოლარი იყო. ეს მაჩვენებელი 9.7 %-ით მეტია 2024 წელთან შედარებით. შარშან უარყოფითი სავაჭრო ბალანსი 43.5 % იყო.

მსგავსი