საგარეო საქმეთა სამინისტროს საგრანტო კონკურსი

„უცხოეთში მოქმედი ქართული ცეკვისა და სიმღერის ანსამბლების მხარდაჭერა“ – საგრანტო კონკურსს საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო აცხადებს. პროექტის ფარგლებში დაფინანსდება საზღვარგარეთ მოქმედი ქართული ანსამბლების ფუნქციონირების და მათი განვითარების ხელშეწყობის მიზნით წარმოდგენილი პროექტები. წელს პირველად, პროგრამას ახალი კომპონენტი დაემატა: საზღვარგარეთ მცხოვრებ თანამემამულეებს ექნებათ უნიკალური შესაძლებლობა, განახორციელონ კულტურული ღონისძიებები, პროფესიული მასტერკლასები და ტრენინგები. გამარჯვებულები  სპეციალური კომისიის მიერ კონკურსის წესით გამოვლინდება.   განაცხადების მიღება 31 აგვისტოს ჩათვლით მხოლოდ  ელექტრონულადაა შესაძლებელი.