საგარეო საქმეთა მინისტრობის კანდიდატის მოსმენა

საქართველოს ორშაბათს ახალი პრემიერი და მთავრობა ეყოლება. სამთავრობო პროგრამას დეპუტატები დღეს დილიდან კომიტეტების გაერთიანებულ სხდომაზე ისმენდნენ. პროცესი ხვალაც გაგრძელდება, უკვე ორშაბათს კი პლენარული სხდომაა ჩანიშნული, სადაც ახალ კაბინეტს პარლამენტმა ნდობა უნდა გამოუცხადოს.

ეკონომიკური გუნდის მინისტრობის კანდიდატების შემდეგ, დეპუტატებმა დღეს დავით ზალკალიანს მოუსმინეს და საგარეო უწყების პრიორიტეტებსა და სამომავლო გეგმებზე მიიღეს ინფორმაცია.

ზალკალიანის გზავნილებს, რომელმაც უკვე მიიღო დეპუტატების მხარდაჭერა, გენო ოსიყმაშვილი გაგვაცნობს.