საგარეო საქმეთა მინისტრმა ბაქოს გლობალურ ფორუმში მონაწილეობა მიიღო

ბაქოს გლობალურ ფორუმში მიიღო მონაწილეობა საგარეო საქმეთა მინისტრმა.

ოთხმხრივ ფორმატში გაიმართება აზერბაიჯანის, საქართველოს, თურქეთისა და ირანის საგარეო საქმეთა მინისტრების პირველი შეხვედრა.

ღონისძიებას მსოფლიოს ლიდერები, წამყვანი პოლიტიკოსები და არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლები ესწრებიან.

დაგეგმილია მინისტრების ერთობლივი პრესკონფერენცია.

საქართველოს საგარეო უწყების ხელმძღვანელი, ასევე, პირისპირ შეხვედრებს გამართავს აზერბაიჯანელ, თურქ და ირანელ კოლეგებთან.