საგარეო საქმეთა მინისტრის ვიზიტი ინდოეთში

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი ინდოეთშია.

მაკა ბოჭორიშვილი ინდოეთის საგარეო უწყების და ანალიტიკური კვლევითი ორგანიზაციის მიერ ორგანიზებულ საერთაშორისო კონფერენციაში მონაწილეობს. კონფერენციას სხვადასხვა ქვეყნიდან ჩასული პოლიტიკური ლიდერები, დიპლომატები, ბიზნესმენები, ანალიტიკოსები და აკადემიური წრეების წარმომადგენლები ესწრებიან. მათ შორის არის ამერიკის ეროვნული უსაფრთხოების სამსახურის ხელმძღვანელი ტულსი გაბარდი, რომელთანაც მაკა ბოჭორიშვილს კომუნიკაცია ჰქონდა. დაგეგმილია მინისტრის სიტყვით გამოსვლა პანელურ დისკუსიებზე. კონფერენციაზე განსახილველი თემებია გლობალური უსაფრთხოების გამოწვევები, კავკასიის რეგიონი, ეკონომიკური მიმართულებები. ვიზიტი ორმხრივი შეხვედრების გამართვასაც ითვალისწინებს.