საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი საქართველოსა და ამერიკის შეერთებული შტატების ურთიერთობებთან დაკავშირებით, მარკო რუბიოს განცხადებას გამოეხმაურა და განმარტა, რომ საქართველო მუშაობს ამერიკის შეერთებულ შტატებთან, თუ რა უნდა იყოს ქვეყნებს შორის განახლებული ურთიერთობების შინაარსი.
მაკა ბოჭორიშვილმა ასევე, სახელმწიფო მდივნის მოადგილის, კრისტოფერ ლანდაუს გზავნილებს იმედისმომცემი უწოდა და აღნიშნა, რომ საქართველოსა და ამერიკის შეერთებულ შტატებს შორის ურთიერთობები უფრო მეტად განვითარდება.