საგარეო საქმეთა მინისტრის განცხადება

თუ აქამდე „პოლიტიკურ ასოცირებასა“ და „ეკონომიკურ ინტეგრაციაზე“ ვსაუბრობდით, დღეს უკვე გადავდივართ სრულიად ახალ ეტაპზე, რასაც საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების პროცესი ჰქვია, – ამის შესახებ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა განაცხადა. ილია დარჩიაშვილის განცხადებით, ევროკომისიის რეკომენდაცია სამივე ქვეყნისთვის მნიშვნელოვან გზავნილებს შეიცავს.