საგარეო საქმეთა მინისტრი თურქეთში

საქართველო-თურქეთი – რეგიონში განვითარებული მოვლენები, ორმხრივი ურთიერთობები, პანდემია და დიპლომატიური მისიის 100 წლის იუბილე. ამ საკითხებზე ისაუბრეს საქართველოსა და თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრებმა.

დავით ზალკალიანი ვიზიტით ანკარას სტუმრობს. კიდევ რა საკითხები განიხილეს მხარეებმა და რა მთავარი აქცენტები გაკეთდა ერთობლივი განცხადებების დროს, ანა ბროლაძე დეტალებით.