საგარეო საქმეთა მინისტრი თურქეთში 

ოფიციალური ანკარას მხარდაჭერა თბილისს.

თურქეთი ევროატლანტიკურ სტრუქტურებთან საქართველოს ურთიერთობის გაღრმავებას მხარს უჭერს. როგორც თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა ქართველ კოლეგასთან შეხვედრის შემდეგ გამართულ ერთობლივ ბრიფინგზე განაცხადა, თურქეთი ამ პოზიციას ყველა საერთაშორისო პლატფორმაზე ღიად აფიქსირებს.

საქართველო-თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრის დეტალებს ანა ბროლაძე გაგვაცნობს.