საგარეო საქმეთა მინისტრების ერთობლივი განცხადება

საქართველოს პრემიერ-მინისტრი დღეს სომხეთს ეწვევა. მას ნიკოლ ფაშინიანი უმასპინძლებს. ორი ქვეყნის პრემიერები სომხეთ-საქართველოს მთავრობათაშორისი საბჭოს მე-14 სხდომას უხელმძღვანელებენ, რომელშიც ქართული დელეგაციიდან ეკონომიკის, საგარეო, სოფლის მეურნეობის, ინფრასტრუქტურისა და ჯანდაცვის მინისტრები მიიღებენ მონაწილეობას. პრემიერის ვიზიტამდე ერევანში იმყოფება დიპლომატიური უწყების ხელმძღვანელი, მაკა ბოჭორიშვილი, რომელმაც ვიზიტი კოლეგა მინისტრთან შეხვედრით დაიწყო. მაკა ბოჭორიშვილმა და არარატ მირზოიანმა განცხადებები გააკეთეს მედიისთვისაც.
რა საკითხები განიხილეს მხარეებმა დახურულ კარს მიღმა, – ანა ბროლაძე ერევნიდან დეტალებით.