საგარეო სამინისტროს გამოხმაურება

12:20, 31.08.2026

თბილისიდან მოსკოვის მიმართულებით მიმავალი ავტობუსის ავარიის შედეგად დაშავებულების დასახმარებლად საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო აქტიურად მუშაობს. შემთხვევის ადგილზე უკვე გაემგზავრა საქართველოს წარმომადგენელი, – აცხადებენ საგარეო უწყებაში. რუსეთში შვეიცარიის საელჩოს საქართველოს ინტერესების სექცია ახორციელებს ყველა საჭირო ღონისძიებას საქართველოს მოქალაქეების შესახებ ინფორმაციის მოპოვების მიზნით.

შეგახსენებთ, სამგზავრო ავტობუსი ქალაქ ჟელეზნოვოდსკთან სატვირთო მანქანას შეეჯახა. გავრცელებული ინფორმაციით, არის მსხვერპლი და არიან დაშავებულები.

მსგავსი