ამერიკის მთავრობის გაცვლითი პროგრამების კურსდამთავრებულთა ასოციაცია „იპაგის“ საგანმანათლებლო პროგრამის ფარგლებში პირველ არხს დღეს 15 სკოლის მეცხრე-მეთერთმეტე კლასის მოსწავლეები ესტუმრნენ. საგანმანათლებლო ტურის ფარგლებში მოსწავლეებს შესაძლებლობა ჰქონდათ მაუწყებლის მუშაობის პრინციპებს პირადად გაცნობოდნენ.
„იპაგი“ 25 პროგრამას აერთიანებს. პროექტის ფარგლებში დაგეგმილია ვიზიტი ამერიკის შეერთებული შტატების საელჩოში და ევროკავშირის წარმომადგენლობაში. პირველი არხის გარდა, მოსწავლეები უკვე იმყოფებოდნენ საქართველოს პარლამენტში და სახალხო დამცველის ოფისში.