საგანგებო სიტუაციების ცენტრს ოთხი ახალი სპეცმანქანა ჰყავს

საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და გადაუდებელი დახმარების ცენტრს ოთხი ახალი სპეცმანქანა ჰყავს. ტექნიკა ცენტრს შეერთებული შტატების თავდაცვის დეპარტამენტის ევროპულმა სარდლობამ გადასცა. მაღალი გამავლობის ავტოტრანსპორტი რთულ რელიეფზე გადაადგილებისთვის გამოიყენება და მთიან რეგიონებში განაწილდება.

სასწრაფო დახმარებისთვის გადასაცემი მანქანები საერთაშორისო სტანდარტების მიხედვით აღიჭურვა. სპეცმანქანების საშუალებით, დროული და სრულფასოვანი სამედიცინო დახმარების გაწევა იქნება შესაძლებელი. სპეცმანქანების გადაცემა ამერიკის თავდაცვის დეპარტამენტის ჰუმანიტარული დახმარების პროგრამის ფარგლებში განხორციელდა.