საგამოიძებო კომისიის სხდომა

18:23, 11.04.2025

პარლამენტში დროებითი საგამოძიებო კომისიის მორიგი სხდომა გაიმართა, სადაც 2004 წლის 24 მარტს, მაშინდელი შინაგან საქმეთა მინისტრის, გიორგი ბარამიძის ხელმძღვანელობით ჩატარებული სპეცოპერაციის დეტალებზე ისაუბრეს.

საქმე ევგენი აფრასიძისა და მისი ოჯახის წევრების სიცოცხლის ხელყოფას ეხება. სხდომაზე ევგენი აფრასიძის მეუღლეს და შვილიშვილებს მოუსმინეს, რომლებმაც დეტალურად გაიხსენეს სპეცოპერაციის დეტალები. „სპეცოპერაციის შემკვეთმა სააკაშვილმა და ხელმძღვანელმა ბარამიძემ კარგად იცოდნენ, რომ იმ სახლში, სადაც ყველა მხრიდან წვიმასავით შემოდიოდა ტყვიები, პატარა ბავშვები ვიყავით“ – განაცხადა ევგენი აფრასიძის შვილილიშვილმა, ლედი აფრასიძემ. ოჯახის თქმით, მათი მთავარი სურვილი ამ საქმის მთავარი დამნაშავეების, ხელმძღვანელი და შემკვეთი პირების სათანადოდ დასჯაა.

მსგავსი