საგამოძიებო სამსახურმა თაღლითობის სამი ფაქტი გამოავლინა

15:21, 14.12.2017

თაღლითობის სამი ფაქტი გამოავლინა ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურმა. დაკავებულია ხუთი პირი. თაღლითური გზით, ბრალდებულები მოტყუებით დაეუფლნენ საერთო ჯამში 14 100 დოლარს.

გამოძიება მიმდინარეობს  საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 180-ე მუხლის მე-2 და მე-3 ნაწილებით, რაც სასჯელის სახით ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას 6-დან 9 წლამდე ვადით.

მსგავსი