საგამოძიებო სამსახურის განცხადება

„მიხეილ სააკაშვილის მიმართ განხორციელებული არაადამიანური მოპყრობის შესაძლო ფაქტზე, ყველა საგამოძიებო და საპროცესო მოქმედება ინტენსიურ რეჟიმში მიმდინარეობს“ – ამის შესახებ სპეციალურ საგამოძიებო სამსახურში აცხადებენ. უწყების ინფორმაციით, გამოძიების მასალებსა და მსვლელობაზე სრული წვდომა აქვს დაცვის მხარის ადვოკატებს. ასევე დაინიშნა სამხარაულის ბიუროს ახალი ექსპერტიზა, რომლის ფარგლებშიც, უნდა შეისწავლონ რამდენად ადეკვატურად მიმდინარეობდა მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობის მართვა-დიაგნოსტიკა, მკურნალობა და რეაბილიტაცია. ასევე, გაეწია თუ არა მას დროული, ადეკვატური, კვალიფიციური და ხარისხიანი სამედიცინო მომსახურება №12 პენიტენციურ დაწესებულებაში, №18 ბრალდებულთა და მსჯავრდებულთა დაწესებულებაში, ასევე, სსიპ „გიორგი აბრამიშვილის სახელობის თავდაცვის სამინისტროს სამხედრო ჰოსპიტალში“ და ჰოსპიტლიდან გაწერის შემდეგ №12 პენიტენციურ დაწესებულებაში.

 

 

დატოვე კომენტარი