საგამოძიებო პოლიტიკის განმსაზღვრელი დოკუმენტების პრეზენტაცია

სპეციალურმა საგამოძიებო სამსახურმა საგამოძიებო პოლიტიკის განმსაზღვრელი დოკუმენტები წარადგინა. შეხვედრაზე პრეზენტაციასთან ერთად განხილვაც გაიმართა. რეკომენდაცია გაერო-ს ადამიანის უფლებათა უმაღლესი კომისრის ოფისის ექსპერტის მონაწილეობით, სტრასბურგის ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს მიდგომებითა და პრინციპებით შემუშავდა, რომელმაც არასათანადო მოპყრობის ფაქტებთან დაკავშირებით სპეციალურ საგამოძიებო სამსახურში შემოსულ შეტყობინებებზე რეაგირების ერთიანი პრაქტიკის ჩამოყალიბება უნდა უზრუნველყოს.

საჯარო განხილვისა და უფლებადამცველი ორგანიზაციების მიერ მოსაზრებების წარმოდგენის შემდეგ, ორივე დოკუმენტი სამსახურის უფროსის მიერ დამტკიცდება და შესასრულებლად სავალდებულო იქნება სპეციალური საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლებისთვის.