საგამოძიებო მოქმედებები „ქოლცენტრების საქმეზე“

საგამოძიებო მოქმედებები „ქოლცენტრების საქმეზე“ – გენერალური პროკურატურა ტრანსნაციონალური დანაშაულის ფარგლებში, საგამოძიებო მოქმედებებს გვიან ღამემდე ატარებდა. დალუქულია შპს „ოხ 1987 ოთო და ბიჭები“. ამ კომპანიის ორ წარმომადგენელს, სავარაუდოდ, დღეს გამოკითხავენ. ის რომ ჩხრეკა ე.წ. ქოლცენტრების საქმეს უკავშირდება, ადასტურებენ ადვოკატებიც.

უწყების ინფორმაციით, საუბარია ევროპელ პარტნიორებთან ერთად მიმდინარე გამოძიების ფარგლებში გამოვლენილ დანაშაულზე, კერძოდ თაღლითური ქოლცენტრების სისხლის სამართლის საქმეზე. საგამოძიებო მოქმედებები ჩატარდა დედაქალაქში სხვადასხვა ადგილზე.