„ნაციონალურ მოძრაობაში“ ისტორიის გადაწერისა და მოვლენების შეცვლის მცდელობად აფასებენ დროებითი საგამოძიებო კომისიის მუშაობას. ისინი უნდობლობას უცხადებენ განხილვებს, რომელიც პარლამენტში მიმდინარეობს. „ქართულ ოცნებაში“ კი ამბობენ, რომ სიმართლე ყველამ უნდა იცოდეს და სწორედ ესაა დროებითი საგამოძიებო კომისიის მიზანიც.