საგამოძიებო კომისიის სხდომა - ოპოზიციის გამოხმაურება

ოპოზიცია საგამოძიებო კომისიის მუშაობას აკრიტიკებს. მიუხედავად იმისა, რომ დოკუმენტი ჯერ არ გამოქვეყნებულა, „ნაციონალურ მოძრაობაში“ მას ისტორიის რუსული ვერსიით გადაწერის მცდელობას უწოდებენ. „ლელოსა“ და „გახარიას საქართველოსთვის“ შეფასებით კი, საგამოძიებო კომისიის მუშაობა საბოლოოდ პოლიტიკური პატიების აკრძალვას ემსახურება.