საგამოძიებო კომისიის სხდომა

21:32, 15.05.2025

ადამიანის უფლებების სისტემური დარღვევის ფაქტები – საგამოძიებო კომისიის სხდომაზე, ვარდების რევოლუციის შემდგომ, სამეგრელოს რეგიონში ადგილობრივი ხელისუფლების ორგანიზებული დანაშაულები განიხილეს.

ჩამორთემული ქონება, თანხის გამოძალვა, მუქარა, უკანონო პატიმრობა – დღეს გამოკითხულმა ბიზნესმენებმა და ყოფილმა გამგებელმა იმ მძიმე მეთოდებზე ისაუბრეს, რომლითაც „ნაციონალური მოძრაობის“ ხელისუფლება მათ წილების და საკუთრების დათმობას სთხოვდა, წინააღმდეგობის შემთხვევაში კი ცრუ ბრალდებებით აპატიმრებდა. მათმა ნაწილმა ციხეში არადამიანურ და ღირსების შემლახავ მოპყრობაზეც ისაუბრა და თქვა, რომ უკანონო პატიმრობიდან გათავისუფლება სოლიდური თანხის გადახდის სანაცვლოდ ხდებოდა.

გიგი უგულავა, ზაზა გოროზია, როლანდ და ბაჩო ახალაიები – დაზარალებულებმა მათი საქმეების მთავარი ფიგურანტებიც დაასახელეს.

მსგავსი