საგამოძიებო კომისიის სხდომა

ხვალ, 28 აპრილს საქართველოს პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის მორიგი სხდომა გაიმართება. სხდომაზე განიხილავენ: შპს „ჟინერის“ ქონებრივი უფლებების დარღვევის საქმე; შალვა ოგბაიძისა და მისი ოჯახის წევრების დევნისა და რეპრესიების საქმე; ასევე, საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის არჩევნებში მონაწილე კანდიდატებისადმი არაადამიანური მოპყრობის საქმე; კომისიის წინაშე თეიმურაზ ჭიჭინაძე, შალვა ოგბაიძე, მამუკა კვარაცხელია და გიორგი ნემსაძე წარდგებიან.

სხდომის პირდაპირ ტრანსლაციას საზოგადოებრივი მაუწყებლის პარლამენტის არხი გადასცემს. ასევე, ტრანსლაცია საქართველოს პარლამენტის ვებ-გვერდზე და სოციალურ პლატფორმებზეა ხელმისაწვდომი.