საგამოძიებო კომისიის სხდომა

18:06, 03.04.2025

„ჩემთვის ჩამორთმეული ქონება 2010 წელს სააკაშვილმა ხაზარაძის, ჯაფარიძის და ჰოლანდიელი ბობ მეიერის მიერ შექმნილ შპს „ლისი ლეიქ დეველოპმენტს“ პირდაპირი მიყიდვის წესით გადასცა“ – ამის შესახებ ლისის ტბის ყოფილმა მფლობელმა, რამაზ ახვლედიანმა პარლამენტის დროებით საგამოძიებო კომისიაზე განაცხადა.

ახვლედიანის თქმით, სააკაშვილმა ხაზარაძეს, მისთვის ჩამორთმეული ქონება ბევრად უკეთესი პირობებით გადასცა, ასევე მას მამუკა ხაზარაძემ შემდგომ ის ლიცენზიაც მოსთხოვა, რომელიც მას ტბაზე ჰქონდა და ნებართვა, რომელიც გარემოს დაცვის სამინისტრომ, იქამდე ახვლედიანის კომპანიაზე გასცა. რამაზ ახვლედიანის განმარტებით, ხაზარაძე მისი პარტნიორი 2005 წლის იანვრიდან გახდა, თუმცა მისთვის არანაირი თანხა არ გადაუხდია. ასევე, ქონება 2006 წელს ჩამოართვეს და როგორც პარტნიორი, მამუკა ხაზარაძე ყველა საკითხთან დაკავშირებით საქმის კურსში ჰყავდა ჩაყენებული.

მსგავსი