2004-2008 წლებში საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე შექმნილი ვითარება, 2008 წლის აგვისტოს ომი და აგვისტოს ომთან დაკავშირებით ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის რეზოლუცია – დროებითი საგამოძიებო კომისია დღეს მორიგ სხდომაზე ამ საკითხებს განიხილავს. რის შემდეგაც დღესვე საკუთრების უფლების დარღვევის ფაქტებსა და სასჯელაღსრულების დაწესებულებებში 2003-2012 წლებში არსებულ საპატიმრო პირობებზე იმსჯელებს. კოდორის ხეობისა და აგვისტოს ომის საკითხზე, დროებითმა საგამოძიებო კომისიამ ემზარ კვიციანსა და ავნევის ყოფილ გამგებელს, გიორგი კაპანაძეს უკვე მოუსმინა.
სხდომის დეტალებით მანანა დევაძე.