საგამოძიებო კომისიის სხდომა
პარლამენტში წინა ხელისუფლებისა და პოლიტიკური თანამდებობის პირების საქმიანობის შემსწავლელი დროებითი საგამოძიებო კომისიის მორიგი სხდომა იმართება. დღესაც მსჯელობის მთავარი თემა აგვისტოს ომი და 2004-2008 წლებში საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე შექმნილი ვითარებაა. დღეს კომისიის კითხვებს უპასუხებენ ყოფილი სამხედრო თანამდებობის პირები – ლაშა ქოიავა, შალვა ჯანაშვილი, ზაზა გოგავა და მამუკა ყურაშვილი.
2008 წლის აგვისტოს ომზე მსჯელობა კომისიამ გუშინ დაიწყო. თამარ წიკლაურის ჩართვა #მოამბე