საგამოძიებო კომისიის სხდომა

15:05, 25.03.2025

პარლამენტში წინა ხელისუფლებისა და პოლიტიკური თანამდებობის პირების საქმიანობის შემსწავლელი დროებითი საგამოძიებო კომისიის მორიგი სხდომა გაიმართა. კომისიის წევრებმა ბიზნესზე ზეწოლის ერთ-ერთ ფაქტზე, შპს „მაგნატის“ საქმეზე იმსჯელეს. შპს „მაგნატის“ მფლობელი, ქონების ჩამორთმევაში დავით კეზერაშვილთან ერთად, „თიბისი ბანკს“, მამუკა ხაზარაძესა და ბადრი ჯაფარიძეს ადანაშაულებს. უკვე ცნობილია, რომ სხდომაზე გამოუცხადებლობის გამო, დროებითი საგამოძიებო კომისია მამუკა ხაზარაძის საქმეს პროკურატურას გადაუგზავნის. ბადრი ჯაფარიძეს კი სხდომაზე მისასვლელად ვადას აძლევს, გამოუცხადებლობის შემთხვევაში კი მისი საქმის პროკურატურაში გადაგზავნაზე უკვე ხვალ, სხდომის დაწყებამდე იმსჯელებენ.

მანანა დევაძის ჩართვა თემის დეტალებით #მოამბე

 

 

მსგავსი