საგამოძიებო კომისიის სხდომა

12:04, 25.03.2025

წინა ხელისუფლებისა და პოლიტიკური თანამდებობის პირების საქმიანობის შემსწავლელი პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისია დღეს მორიგ სხდომას მართავს. განსახილველი საკითხი ბიზნესზე ზეწოლის ერთ-ერთი ფაქტი – შპს “მაგნატის“ საქმეა. კომპანიის მესაკუთრე ჯემალ ლეონიძე ბიზნესის ჩამორთმევაში წინა ხელისუფლებასთან ერთად, „თიბისი“ ბანკის დამფუძნებლებს, მამუკა ხაზარაძეს და ბადრი ჯაფარაძესაც ადანაშაულებს. კომისიის დღევანდელ სხდომაზე ხაზარაძე და ჯაფარიძეც დაბარებულები არიან, თუმცა უკვე ცნობილია, რომ ისინი დროებით საგამოძიებო კომისიასთან თანამშრომლობას და სხდომაზე მისვლას არ აპირებენ. სხდომის დეტალებს მანანა დევაძე გაგაცნობს.

მსგავსი