საგამოძიებო კომისიის სხდომა
დროებითი საგამოძიებო კომისიის დღევანდელ სხდომაზე კომისიის წევრებს ახსნა-განმარტება 2008 წლის შინდისის 17 გმირიდან ერთ-ერთის, რომან ზოიძის ძმამ, ფრიდონ ზოიძემ მისცა.
მისი თქმით, აგვისტოს ომის დროს სამხედროებს შორის არანაირი კოორდინაცია არ იყო და საბრძოლო ოპერაციას არაპროფესიონალები მართავდნენ.
მისი განმარტებით, ქართველი ჯარისკაცები, მათ შორის მისი 20 წლის ძმაც, წაგებულ ომში ჩაებნენ და ამ დროს პოლიტიკოსები, მათ შორის თავდაცვის ყოფილი მინისტრი დავით კეზერაშვილი, ქართველი ჯარისკაცების დემორალიზებას ახდენდა და მათ სიტყვიერ შეურაცხყოფას აყენებდა.
რომან ზოიძის ძმა ამბობს, რომ წინა ხელისუფლებას – ქართველ სამხედროებში რაც შეიძლება მეტი მსხვერპლი უნდოდა.
ფრიდონ ზოიძის შეფასებით, ომი სააკაშვილის გუნდის მიერ წამოწყებული პროვოკაცია იყო და ეს ხელისუფლების შესანარჩუნებლად სჭირდებოდა.