საგამოძიებო კომისიის შექმნის საკითხი

ოპოზიცია შოვის ტრაგედიის გამო კვლავ საგამოძიებო კომისიის შექმნას ითხოვს. აღნიშნულს „ქართულ ოცნებაში“ სპეკულაციად აფასებენ.

იყო თუ არა შესაძლებელი ტრაგედიის თავიდან აცილება ადრეული შეტყობინების სისტემის არსებობის შემთხვევაში და დააგვიანეს თუ არა რეაგირება სახელმწიფო სტრუქტურებმა – ეს ის მთავარი შეკითხვებია, რომელზეც ოპოზიცია ითხოვს პასუხებს.
მმართველ გუნდში განმარტავენ, რომ 3 აგვისტოს სტიქიური უბედურების პრევენცია შეუძლებელი იყო და სახელმწიფოს მხრიდან რეაგირება მყისიერად მოხდა.