საგამოძიებო კომისიის შექმნის მოთხოვნა ე.წ. ქოლცენტრების საკითხზე
ე.წ. ქოლცენტრებთან დაკავშირებით საგამოძიებო კომისიის შექმნის საკითხი, რომელიც პარტია „საქართველოსთვის“ ინიციატივაა, ბიუროზე დღეს დაინიცირდება. დოკუმენტს 30-ზე მეტი ოპოზიციონერი დეპუტატი აწერს ხელს. მათი აზრით, მმართველი გუნდის მხრიდან საგამოძიებო კომისიის შექმნაზე უარის თქმა დანაშაულებრივ სქემაში მათ მონაწილეობას გაუსვამს ხაზს. მმართველი გუნდი კი ამბობს, რომ საქმეზე პროკურატურა უკვე მუშაობს.