საგამოძიებო კომისიის შექმნის მოთხოვნა

ვინ დაუჭერს მხარს პარლამენტში სააკაშვილის საქმეზე საგამოძიებო კომისიის შექმნის ინიციატივას. ყოფილი პრეზიდენტის მოთხოვნას არ იზიარებს ოპოზიციის ნაწილი. პარტია „საქართველოსთვის“ ერთ-ერთ ლიდერს, ანა ბუჩუკურს ამ სახის საგამოძიებო კომისიის შექმნა არ მიაჩნია სწორად და ამბობს, რომ მისი თანაგუნდელები მხარდაჭერას არ აპირებენ. მოთხოვნას არ იზიარებენ არც „გირჩის“ წარმომადგენლები. „ლელოში“ კი განმარტავენ, რომ მიხეილ სააკაშვილის საქმეზე არც ერთი კითხვა პასუხგაუცემელი არ უნდა დარჩეს და კომისიის მუშაობას დიდი მნიშვნელობა ექნება.

დატოვე კომენტარი