საგამოძიებო კომისიის მოთხოვნა და ურთიერთბრალდებები ოპოზიციაში

ამ დრომდე კითხვის ნიშნის ქვეშ დგას, შეიქმნება თუ არა მოსამართლეთა დასანქცირების საკითხზე დროებითი საპარლამენტო საგამოძიებო კომისია.

ლევან ხაბეიშვილის და ანა წითლიძის მოულოდნელი პოლონური ვიზიტის შემდეგ კვორუმის გარეშე დარჩენილი ოპოზიცია ოპოზიციური ხმების მობილიზებას ცდილობს. კომისიის შექმნის ინიციატორები საკითხის კენჭისყრაზე გატანას მომავალ სამშაბათს დაგეგმილ პლენარულ სხდომაზე გეგმავენ და ოპოზიციონერ დეპუტატებს მობილიზებისკენ მოუწოდებენ. ახლა ყველაზე მეტად საინტერესოა, დაუჭერს თუ არა ინიციატივას მხარს „ნაციონალური მოძრაობა“, რომელიც მისი გუნდის ორი წევრის საქციელის გამო ოპოზიციის უხერხულ მდგომარეობაში ჩავარდნას კომუნიკაციის პრობლემით ხსნის. პარტია მხარდაჭერის პირობას დებს, თუმცა ცალკეულ ოპოზიციონერ დეპუტატებს ამ დაპირების არ სჯერათ. მას შემდეგ, რაც ოპოზიციის ნაწილმა საგამოძიებო კომისიის ფუნქციების გაფართოება მოითხოვა. ცალკეული პოლიტიკური ჯგუფების მოთხოვნაა, რომ კომისიამ სასამართლო სფეროში 2012 წლამდე პერიოდიც შეისწავლოს.

თამუნა წიკლაური არკვევდა, იქნება თუ არა მომავალ კვირას დაგეგმილი კენჭისყრის დროს სხდომათა დარბაზში მინიმუმ 50 ოპოზიციონერი დეპუტატი.