საგამოძიებო კომისიის დასკვნითი სხდომა

21:20, 04.08.2025

139 გამოკითხული პირი და 10 თავი, რომელიც „ნაციონალური მოძრაობის“ ხელისუფლების პერიოდში ჩადენილ დანაშაულებს ეხება.

პარლამენტის საგამოძიებო კომისიამ მუშაობა დაასრულა და 430 გვერდიანი დასკვნა დაამტკიცა. დოკუმენტის შინაარსი სექტემბერში მას შემდეგ გასაჯაროვდება, რაც კომისია დასკვნას პარლამენტს წარუდგენს. სწორედ ეს დოკუმენტი უნდა გახდეს საკონსტიტუციო სარჩელის მთავარი საფუძველი, რომლითაც მმართველი გუნდი სასამართლოს მიმართავს და „ნაციონალური მოძრაობისა“ და სატელიტი პარტიების არაკონსტიტუციურად გამოცხადებას მოითხოვს. ადამიანის უფლებების უხეში დარღვევები, მკვლელობები, პატიმრების წამება, ბიზნესის რეკეტი, ზეწოლა მედიაზე, პირადი თვალთვალის და შანტაჟის შემთხვევები. ეს არასრული ჩამონათვალია იმ დანაშაულებისა, რასაც მოცულობით დოკუმენტში არაერთი თავი ეთმობა. საგამოძიებო კომისიის დასკვნა უკვე გახდა მწვავე ურთიერთბრალდებების საფუძველი.

მსგავსი