საგამოძიებო კომისიაზე გამოუცხადებლობა - ვაშაძის სასამართლო

საგამოძიებო კომისიაზე გამოუცხადებლობისთვის გიორგი ვაშაძის მორიგი სასამართლო გაიმართა.

სხდომა თითქმის 5 საათი გაგრძელდა. მხარეებმა შესავალი სიტყვები თქვეს, დაიკითხა ბრალდების მხარის 3 მოწმე, პარლამენტის აპარატის წევრი, რომელმაც შეტყობინება გაუგზავნა გიორგი ვაშაძეს, საქართველოა ფოსტის კურიერი, რომელმაც წერილი ვაშაძეს ოთხ მისამართზე მიიტანა, თუმცა მას არც ერთ მისამართზე ადრესატი არ დახვდა, და ასევე დაიკითხა საქმის გამომძიებელი. გიორგი ვაშაძეს ამ საქმეზე 50 000-ლარიანი გირაო აქვს შეფარდებული, რომელიც უკვე გადაიხადა.