საგამოცდო პროცესი ქვეყნის მასშტაბით მიმდინარეობს

2025 წლის გამოცდები მთელი ქვეყნის მასშტაბით მიმდინარეობს. აღნიშნულთან დაკავშირებით საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრი გივი მიქანაძე ქუთაისის მე-17 და ზუგდიდის მე-4 საჯარო სკოლებში გახსნილ საგამოცდო ცენტრებს ეწვია და საგამოცდო პროცესს ადგილზე გაეცნო. დღეს 15 ივლისს აბიტურიენტებისთვის გეოგრაფიის გამოცდა ჩატარდა. გამოცდები ასევე ტარდება მასწავლებლებისა და მასწავლებლობის მსურველთათვისაც. შეგახსენებთ, რომ ერთიანი ეროვნული გამოცდები 3 ივლისს დაიწყო. მთელი საქართველოს მასშტაბით, სულ 24 საგამოცდო ცენტრი ფუნქციონირებს. წელს გამოცდებზე 80 000-მდე გამოსაცდელია დარეგისტრირებული.