საგალობლების ფესტივალი საჩხერეში
ქართული საგალობლების ფესტივალი, რომელიც საჩხერეში პირველად ჯერ კიდევ 1998 წელს, კათოლიკოს-პატრიარქ ილია მეორის ლოცვა-კურთხევით დაფუძნდა, უკვე 28 წელია, საქართველოს ეკლესიაში უძველესი კანონიკური საგალობლების აღორძინებასა და ღვთისმსახურებაში მათ დამკვიდრებას ემსახურება. 2023 წლიდან ფესტივალს კონკურსის სტატუსი მიენიჭა, რამაც მონაწილეთა ინტერესი და საშემსრულებლო დონე კიდევ უფრო გაზარდა. ორდღიანი ფესტივალი საჩხერის წმინდა ნინოს სახელობის ტაძარში სადღესასწაულო პარაკლისით გაიხსნა და გუნდების მოსმენით, მასტერკლასებით, კონფერენციითა და გამარჯვებულთა დაჯილდოებით გაგრძელდა; პარალელურად, გაიმართა საეკლესიო ღვინის კონკურსიც. წელს ფესტივალი საქართველოში ქრისტიანობის სახელმწიფო რელიგიად გამოცხადების 1700-ს წლისთავს მიეძღვნა.