საპროტესტო აქციები საფრანგეთში
საფრანგეთში საპროტესტო აქციები გრძელდება. სტუდენტთა ეროვნული კავშირი ახალგაზრდებს კვლავ მასშტაბური დემონსტრაციებისკენ მოუწოდებს. დღეს უნივერსიტეტებში საერთო კრებები და სასწავლო პროცესის ბლოკირება იგეგმება, 5 ნოემბერს კი სტუდენტები ქუჩებში გამოსვლას გეგმავენ. საფრანგეთის შინაგან საქმეთა მინისტრმა განაცხადა, რომ პოლიციას აქციებზე სპეციალური საშუალებების, მათ შორის, ცრემლსადენი ყუმბარებისა და გაზის გამოყენების უფლებას მისცემს. მისი თქმით, პოლიცია პროცესებში მხოლოდ ძალადობის დროს ერევა. ქვეყნის პრემიერმა ასევე აღნიშნა, რომ ცრემლსადენი გაზის მავნებლობის შესახებ არაფერი იცის და 2021-2022 წლებში ჩატარებული კვლევების მიხედვით, არანაირი გვერდითი ეფექტი არ აღმოჩენილა, ორგანიზმზე გავლენა კი სწრაფად ქრება.