საფრანგეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადება

15:23, 29.11.2018

საფრანგეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო საქართველოს ახალ პრეზიდენტს არჩევნებში გამარჯვებას ულოცავს და საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მხარდაჭერას უდასტურებს.

უწყება სალომე ზურაბიშვილთან თანამშრომლობის მზადყოფნას გამოთქვამს, საქართველოსა და საფრანგეთს შორის ურთიერთობების გასაძლიერებლად.

„საფრანგეთი გულწრფელად ულოცავს მას გამარჯვებას და უსურვებს წარმატებას მოვალეობის შესრულებისას. საფრანგეთი მზად არის, იმუშაოს ქალბატონ ზურაბიშვილთან“,-ნათქვამია განცხადებაში.

მსგავსი