საფრანგეთის პრეზიდენტის ვიზიტი ჩინეთში

საფრანგეთის პრეზიდენტი ემანუელ მაკრონი სამდღიანი ვიზიტით პეკინში იმყოფება. ის უკვე შეხვდა ქვეყნის ლიდერს, სი ძინპინს. საფრანგეთის პრეზიდენტმა ჩინელ კოლეგას რუსეთთან საუბრისკენ და უკრაინის ომის დასასრულებლად დახმარებისკენ მოუწოდა. მაკრონის თქმით, საერთაშორისოდ აღიარებული საზღვრების პატივისცემა ყველა ქვეყნისთვის მნიშვნელოვანია. თავის მხრივ, სი ძინპინმა აღნიშნა, რომ მსოფლიო დღეს ღრმა ისტორიულ ცვლილებებს განიცდის.