„ტერიტორიის პოტენციური დათმობა მხოლოდ უკრაინის გადასაწყვეტია“, – ამის შესახებ საფრანგეთის პრეზიდენტმა უკრაინაში ვიზიტის დასრულების შემდეგ, ფრანგულ მედიასთან განაცხადა.
„ჩემი აზრით, ჩვენი ვალდებულებაა, დავიცვათ ჩვენი ღირებულებები, საერთაშორისო კანონმდებლობა და ვიდგეთ უკრაინის გვერდით“, – თქვა მაკრონმა. ამავე ინტერვიუში მაკრონმა აღნიშნა, რომ არ გამორიცხავს მოსკოვში ჩასვლას, თუმცა ამას გარკვეული წინაპირობების შესრულება სჭირდება, რაც დღეს რუსეთის მხრიდან არ არის უზრუნველყოფილი. მაკრონმა ასევე ისაუბრა უკრაინის ევროკავშირში გაწევრიანების პერსპექტივაზე და თქვა, რომ საფრანგეთი უკრაინის ევროპულ ინტეგრაციას მხარს უჭერს.