საფორტეპიანო ფესტივალი „თბილისი პიანო ფესტი“

„თბილისი პიანო ფესტის“ ფარგლებში, მოსწავლე ახალგაზრდობის სასახლეში ცნობილი პიანისტის – ედიშერ სავიცკის კონცერტი გაიმართა. ამერიკაში მოღვაწე მუსიკოსმა ქართველი მაყურებლისთვის შუბერტის სონატა შეასრულა.

მთელი კვირის განმავლობაში ფესტივალში სხვადასხვა პიანისტები იღებდნენ მონაწილეობს, რომლებმაც ახალგაზრდებს მასტერკლასებიც ჩაუტარეს. საფორტეპიანო ფესტივალის დასკვნითი ღონისძიება დღეს გაიმართება. კლასიკური მუსიკის მოყვარულების წინაშე ის ახალგაზრდა ქართველი მუსიკოსები წარდგებიან, რომლებმაც მასტერკლასებში მიიღეს მონაწილეობა.