საფეხბურთო საღამო პირველ არხზე

22:03, 20.06.2023

ფეხბურთში ევროპის 21 წლამდე ჩემპიონატის დაწყებისადმი მიძღვნილი ღონისძიება დედაენის ბაღში ცოტა ხნის წინ დასრულდა.

ტურნირის მთავარმა სიმბოლომ, ევროპის ჩემპიონატის თასმა მოგზაურობა თბილისში დაასრულა. მანამდე კი ევრო 2023-ის სიმბოლო ტურნირის მასპინძელ სხვა ქალაქებში – ბათუმსა და ქუთაისში ჩაიტანეს.

ევროპის ჩემპიონატი 21-წლამდელებში 21 ივნისს დაიწყება და 8 ივლისს, ბათუმში ფინალური მატჩით დასრულდება. ეს უდიდესი ტურნირია, რომელსაც საქართველო უმასპინძლებს. საზეიმო ღონისძიებაზე დედაენის ბაღში მოეწყო გასართობი სივრცეები. ზუსტად 22:45 საათზე ფეხბურთის გულშემატკივრებს დედაენის ბაღში ევრო 2024-ის საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩის, შოტლანდია-საქართველოს დიდ ეკრანზე ყურების საშუალება მიეცემათ.

მატჩის ტელერეპორტაჟს საქართველოს პირველი არხი შემოგთავაზებთ.

მსგავსი