საერთაშორისო თეატრალური ფესტივალი
ოზურგეთში ნოდარ დუმბაძის სახელობის მეხუთე საერთაშორისო თეატრალური ფესტივალი დასრულდა.
ათი დღის განმავლობაში, თეატრის სამ სცენაზე, ექვსი უცხოური და 15 ქართული თეატრის სპექტაკლი იქნა წარმოდგენილი, რომელიც ნოდარ დუმბაძის და სხვა ქართველი მწერლების ნაწარმოებების მიხედვით დაიდგა. ფესტივალის ბოლო საღამოზე, მაყურებელმა ოზურგეთისა და მოზარდ მაყურებელთა თეატრების ერთობლივი წარმოდგენა „ოჰ, ღმერთო“ იხილა. თეატრალური ფესტივალი კულტურის სამინისტროს მხარდაჭერით ჩატარდა.