საერთაშორისო სიმპოზიუმი
საერთაშორისო სიმპოზიუმი, სახელწოდებით – „ღმერთი, სამშობლო, ადამიანი“ დღეს დაიხურა. ის 3 დღის განმავლობაში მიმდინარეობდა და საქართველოში ქრისტიანობის სახელმწიფო რელიგიად გამოცხადების 1700 წლის იუბილეს ეძღვნებოდა. სამი დღის განმავლობაში, ქართველი და უცხოელი სასულიერო, სამეცნიერო და კულტურული სფეროების წარმომადგენლები, სხვადასხვა მოხსენებებით გამოდიოდნენ. მოხსენებების მთავარი თემა კი ქართველი ერის სულიერ, ისტორიულ და კულტურულ იდენტობასა და მის ჩამოყალიბებაზე, ქრისტიანობის გავლენასა და როლს ეხებოდა.