დიდი ბრიტანეთის ელჩის განცხადება პოლიტიკური დღის წესრიგის თემაა.
დიპლომატიური მისიის ხელმძღვანელის გზავნილმა, რომ მისი ქვეყნის დაზვერვა არ ფლობს ინფორმაციას სანქციების გვერდის ავლაში საქართველოს მხრიდან რუსეთის დახმარების შესახებ, არაერთგვაროვანი რეაქციები გამოიწვია. გაერთიანებული სამეფოს ელჩის კომენტარს განსაკუთრებული დატვირთვა აქვს, რადგან ჯერ კონტრაბანდული იარაღის ტრანსპორტირების, შემდეგ კი სანქცირებული პროდუქციის რეექსპორტის შესახებ უკრაინის სამხედრო დაზვერვის უწყების თუ სხვა უკრაინელი მაღალჩინოსნების მძიმე ბრალდებების შეფასებისას ქართული ოპოზიციური სპექტრის ნაწილი სწორედ ბრიტანულ და ამერიკულ დაზვერვას იშველიებდა და მუდმივად ხაზს უსვამდა, რომ მათ გარეშე მსგავსი ბრალდებები ვერ გაჟღერდებოდა.
სალომე ქოქიაშვილი არკვევდა, შეიცვალა თუ არა დიდი ბრიტანეთის მხრიდან ოფიციალური უარყოფის შემდეგ ქართველი პოლიტიკოსების რიტორიკა.