საერთაშორისო სამედიცინო კონფერენცია თბილისში
„ხელოვნური ინტელექტი ჯანდაცვასა და მედიცინაში“ – ამ საკითხზე სამეცნიერო კონფერენცია გაიხსნა თბილისში. მონაწილეები მსჯელობენ ხელოვნური ინტელექტის როლზე თანამედროვე მედიცინაში, სამედიცინო დიაგნოსტიკასა და თერაპიაში. განიხილავენ ხელოვნური ინტელექტის გამოყენების შესაძლებლობებს სამედიცინო განათლებაში, პროფესიულ მომზადებასა და კლინიკური პრაქტიკის მართვაში. ორდღიანი ღონისძიება სამედიცინო უნივერსიტეტისა და ალტე უნივერსიტეტის პარტნიორობით იმართება. მონაწილეობენ ადგილობრივი და საერთაშორისო მომხსენებლები, კლინიცისტები, ინჟინრები და ჯანდაცვის სექტორის ექსპერტები 10 ქვეყნიდან.